პოლიტიკა
ირინა ენუქიძის მსგავსად, ზაზა სარალიძე იცავს ჩვენი შვილების სიცოცხლეს - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე ხორავას ქუჩის საქმეზე ისაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა და შეადარა პოლიციელების მიერ მოკლული სანდრო გირგვლიანის დედას ირინა ენუქიძეს.
პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხზე გამართული პოლიტიკური დებატებისა და შეფასებების გამო საზოგადოებას აქვს განცდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება მისულია იმ დონემდე, რომ საფრთხე ექმნება ადამიანის უფლებების სახელმწიფოს მიერ ეფექტურ დაცვას.
„მინდა, გამოვეხმაურო ხორავას ქუჩაზე განვითარებული მოვლენების შესახებ მიმდინარე აქტიურ პოლიტიკურ დისკუსიას.
კიდევ ერთხელ მინდა გამოვუცხადო ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა ზაზა სარალიძეს. ირინა ენუქიძის მსგავსად, ის იცავს ჩვენი შვილების სიცოცხლეს.
ტრაგიკულია, რომ 10 წლისთავზე იმ ტრაგედიიდან, რომელმაც ქართული საზოგადოება შეძრა, დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე იმავე მოთხოვნით, იმავე ტრაგედიის საზოგადოებისთვის გაზიარებით დგას შვილმკვდარი მშობელი.
ამ ვითარებაზე გამართული პოლიტიკური დებატები და შეფასებები კიდევ უფრო გაუგებარ განცდას ტოვებს საზოგადოებაში.
არ ვაკეთებ კომენტარს ფარულ ჩანაწერებზე. მე კომენტარს ვაკეთებ პოლიტიკურ შეფასებებზე, რომელიც ამას მოჰყვება. საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება მისულია იმ დონემდე, რომ საფრთხე ექმნება ადამიანის უფლებების, თავისუფლების და საკუთრების სახელმწიფოს მიერ ეფექტურ დაცვას“, -თქვა პრეზიდენტმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


