მსოფლიო
ირანსა და ისრაელს შორის შეტაკება მოხდა
ირანის რევოლუციონერთა გუშაგებმა სირიის სამხრეთიდან ისრაელის სამხედრო ბაზების მიმართულებით 20 რაკეტა გაუშვეს. შემთხვევა ხუთშაბათს შუაღამით მოხდა. ამის შესახებ ისრაელმა განაცხადა.
სარაკეტო თავდასხმათა ნაწილი იყო შეჩერებული ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემით „რკინის გუმბათი“. არ გავრცელებულა ინფორმაცია, მოჰყვა თუ არა ამას მსვერპლი. არსებული ცნობებით, ისრაელის სამხედრო ბაზებს „შეზღუდული“ ზარალი მიადგათ.
ირანის იერიშზე ისრაელმა საპასუხო დარტყმა განახორციელა სირიაში განლაგებულ ირანის სავარაუდო სამხედრო ბაზებზე. ისრაელის სამხედრო პრესსპიკერმა გააფრთხილა სირიის მმართველი ბაშარ ალ-ასადი, არ ჩარეულიყო ისრაელი-ირანის შეჯახებაში.
არაბული მედიის თანახმად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს უამრავ სამიზნეზე, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და იარაღის საწყობზე.
სირიელი მეამბოხეების თქმით, იერიში მიიტანეს სამ ავიაბაზაზე. გავრცელებული ცნობით, ისრაელის თავდასხმა იყო დაფიქსირებული სირიის ჩრდილოეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ ქუსაირის სიახლოვეს, ლიბანის საზრვართან, რომელიც ცნობილია, როგორც ჰეზბოლას სიმაგრე.
ორშაბათს ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა იუვალ შტაინიცმა მოკვლით დაემუქრა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ან-ასადს, თუკი ირანი ისრაელს სირიიდან დაარტყამს.
თეირანმა პირობა დადო, რომ შურს იძიებს ისრაელზე მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ 9 აპრილს ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიაში არსებული სამხედრო ბაზა დაბომბეს, რომლის შედეგად ირანის გუშაგთა კორპუსის სულ მცირე 7 წევრი დაიღუპა. ოფიციალურმა იერუსალიმმა ამ საკითხზე კომენტარის მიცემაზე უარი თქვა.
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


