მსოფლიო
ისრაელი ბაშარ ალ-ასადს მოკვლით ემუქრება
ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა იუვალ შტაინიცმა განაცხადა, რომ თუ ირანი სირიიდან დაარტყამს ისრაელს, ისრაელი მოკლავს ბაშარ ალ-ასადს.
ასე გამოეხმაურა მინისტრი ინფორმაციას, რომ თეირანი ისრაელის წინააღმდეგ შეტევას გეგმავს.
„თუ ასადი ირანელებს თავისი ტერიტორიიდან მოქმედების საშუალებას მისცემს, მან უნდა იცოდეს, რომ სასიკვდილო განაჩენს აწერს ხელს და ეს მისი დასასრული იქნება. ჩვენ დავამხობთ მის რეჟიმს“, -განაცხადა შტაინიცმა.
მან დაამატა, რომ „ასადს არ შეუძლია წყნარად ჯდომა თავის სასახლეში და საკუთარი რეჟიმის აღდგენა სანან ის დაუშვებს, რომ სირია გადაიქცეს ბაზად ისრაელის სახელმწიფოზე იერიშის განსახორციელებლად“.
თეირანმა პირობა დადო, რომ შურს იძიებს ისრაელზე მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ 9 აპრილს ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიაში არსებული სამხედრო ბაზა დაბომბეს, რომლის შედეგად ირანის გუშაგთა კორპუსის სულ მცირე 7 წევრი დაიღუპა. ოფიციალურმა იერუსალიმმა ამ საკითხზე კომენტარის მიცემაზე უარი თქვა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


