პოლიტიკა
ირანს აქვს თავდაცვის უფლება, რომელიც განსაზღვრულია საერთაშორისო სამართლის პრინციპებით და გაერო-ს ქარტიით - საქართველოში ირანის ელჩი
ირანს ომი არ დაუწყია. როგორც 2025 წლის ზაფხულში, ისე 2026 წლის ზამთარში ჩვენ ვიყავით ჩართული მოლაპარაკების პროცესში და უცებ აღმოვჩნდით თავდასხმის ობიექტი , - ამის შესახებ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში სეიედ ალი მოჯანიმ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ამ საომარი ოპერაციების დაწყებისთანავე, მე მქონდა შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომლის ხელმძღვანელობა ჩავაყენე საქმის კურსში. საგარეო უწყებაშიც განვაცხადე, რომ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები, ჩვენი შეიარაღება გვაძლევს საშუალებას, თუნდაც ერთი საათის განმავლობაში, ჩვენ მოვახდინოთ ძალების მობილიზება და დავიცვათ ქვეყანა, რომლის ფართობი მილიონ 600 ათასი კვადრატული კილომეტრია“, – განაცხადა ირანის ელჩმა.
მისივე თქმით, ომის დაწყებამდე, ორი თვის განმავლობაში რეგიონის ქვეყნებთან გვქონდა კომუნიკაცია, გავაფრთხილეთ და საქმის კურსში ჩავაყენეთ, რა შედეგები მოჰყვებოდა ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიის დაწყებას.
“ასეთივე მესიჯები არა მარტო ჩვენს სამხრეთელ მეზობლებთან, არამედ კავკასიელ მეზობლებთანაც მივიტანეთ. დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენი აწ განსვენებული თავდაცვის მინისტრი ბაქოში შეხვდა პრეზიდენტ ალიევს და ორი დღით ადრე ირანში იმყოფებოდა ასევე სომხეთის თავდაცვის მინისტრი. ზოგადად, ჩვენ ყველა მეზობელ ქვეყანას ცალსახად და ღიად განვუცხადეთ, რომ ამ ქვეყნების მხრიდან ირანის წინააღმდეგ თუკი იქნება რაიმე ნაბიჯი გადადგმული, ირანი შესაბამის პასუხს გასცემს. მათ განაცხადეს, რომ მათი საჰაერო სივრცე, ტერიტორიები, საზღვაო აკვატორია არანაირად არ გადაეცემა ამერიკას, რომ ამერიკამ გამოიყენოს ისინი ირანის წინააღმდეგ.
ჩვენ როდესაც გავიგეთ, რომ ამერიკის ბომბდამშენები ქუვეითიდან იღებდნენ სტარტს, მივიღეთ გადაწყვეტილება, სწორედ ის ადგილი დაგვებომბა.
სამწუხაროდ, ამერიკამ ბოროტად გამოიყენა ჩვენი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიები ირანის წინააღმდეგ. ჩვენი თავდასხმების ობიექტს არ წარმოადგენს კონკრეტულად მეზობელი ქვეყნები, არამედ ამ მეზობელ ქვეყნებში განლაგებული ამერიკის სამხედრო ბაზები, ლოჯისტიკური ცენტრები და დაზვერვის ობიექტები. ირანი არ არის ისეთი ქვეყანა, სტრუქტურა, რომელიც შეიძლება, სუსტად ჩათვალო და საომარი ოპერაციებით დააჩოქო.
ირანს აქვს თავდაცვის უფლება, რომელიც განსაზღვრულია საერთაშორისო სამართლის პრინციპებით და გაერო-ს ქარტიით. ჩვენ, პირველ რიგში, ვიცავთ ჩვენს ტერიტორიას, მიწა-წყალს და ღირსებას.
საქართველოში ტანისამოსის ერთ-ერთი ატრიბუტი იყო ხანჯალი, ხმალი, რადგან ყოველთვის იყო ომებში, დაპირისპირებებში. ქართველი ყოველთვის მზად უნდა ყოფილიყო თავდაცვისათვის. ჩვენც მიგვაჩნია, რომ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ თავდაცვისთვის.
ისეთ დროს, როდესაც კვლავ გრძელდება უკრაინის ომი, რეალისტური შეფასების არარსებობამ შეიძლება, კატასტროფამდე მიგვიყვანოს. საზღვაო გადაზიდვები შეფერხებულია, ლათინურ ამერიკაში ადგილი აქვს პოლიტიკურ კრიზისებს, დაწყებულია ერთგვარი ტარიფების ომი მსოფლიო ეკონომიკაში და ასეთ სიტუაციაში ახლო აღმოსავლეთის რეგიონის აფეთქება ერთგვარ დომინოს პრინციპს გამოიწვევს და შეიძლება ძალიან ბევრ რეგიონს მოედოს.
სამწუხაროდ, საერთაშორისო ორგანიზაციები ვერაფერს აკეთებენ. დაბომბვების დროს, ერთ-ერთი ობიექტი იყო გოგონათა სკოლა, სადაც 158 ბავშვი დაიღუპა, დაიბომბა მუზეუმი, რომელიც იუნესკო-ს კულტურული მემკვიდრეობის ჩამონათვალში იყო შეტანილი. იუნესკო-ს ამ დრომდე არ გაუვრცელებია რაიმე განცხადება. შესაძლოა, მსგავსი შემთხვევები კვლავ განმეორდეს“, – განაცხადა ირანის ელჩმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


