უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 აგვისტო, 2018 17:40
font-size

ირანის საგარეო უწყებამ უკმაყოფილება გამოთქვა თბილისის აეროპორტში ისლამურ თავსაბურავის „უპატივცემულო მოპყრობასთან“ დაკავშირებით

ირანის საგარეო უწყების პრესმდივანმა ბაჰრამ ქასემიმ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ირანის ზოგიერთი მოქალაქე პრობლემებს აწყდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მან კომენტარი გააკეთა თბილისის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ისლამურ თავსაბურავის „უპატივცემულო მოპყრობასთან“ დაკავშირებით. საქმე ეხება ისფაჰანი-თბილისის რეისის შემოწმების დროს მგზავრებისთვის თავსაბურავის მოხსნის მოთხოვნას.

ქასემის ინფორმაციით, თბილისში მდებარე ირანის საელჩომ საპროტესტო ნოტა გაუგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ირანში საქართველოს ელჩს კი ამ ფაქტთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება მოსთხოვეს.

„საქათველოში შესაბამის ორგანოებს ასევე შევთავაზეთ შესაბამისი მოკვლევის ჩატარება“,- განაცხადა ქასემიმ.

ქასემიმ იმედი გამოთქვა, რომ მომავალში უსაფრთოების სამსახურები „პატივისცემას გამოიჩენენ მუსლიმი ქალების პირადი ცხოვრების მიმართ და აღარ დაუშვებენ მსგავსი ინციდენტების გამეორებას“.

აღსანიშნავია, რომ მრავალ საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების წესები მგზავრის იდენტიფიცირებისთვის თავსაბურავის მოხსნის აუცილებლობას ითვალისწინებს.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი