პოლიტიკა
ირანის საგარეო უწყება თავიანთ მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ საქართველოში ჩამოსვლისგან
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავიანთ მოქალაქეებს ურჩევს, უარი თქვან საქართველოში გამგზავრებაზე, თუკი ის აუცილებლობას არ წარმოადგენს.
10 დეკემბერს ირანის საგარეო უწყების სპიკერმა ბაჰრამ ქასემიმ განაცხადა, რომ ირანის მოქალაქეები საქართველოში პრობლემებს აწყდებიან.
„განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით ზოგიერთ პრობლემას, რომლებსაც ირანელები აწყდებიან საქართველოს საჰაერო და სახმელეთო საზღვრის გადაკვეთისას“, - განაცხადა ქასემიმ.
მისივე ინფორმაციით, ბოლო დღეებში ირანში საქართველოს ელჩი დაიბარეს ირანის საგარეო უწყებაში აღნიშნული პრობლემების განსახილველად.
ირანული მედიის ინფორმაციით, ქასემის შენიშვნები უკავშირდება ცნობებს, რომ ირანის რამდენიმე მოქალაქეს აეროპორტში შემოწმებისას უპატივცემულოდ მოექცნენ.
მანამდე, 2 დეკემბერს საქართველოში ირანის საელჩომ დაადასტურა ინფორმაცია ირანის ათობით მოქალაქის საქართველოდან დეპორტაციისა და ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის შესახებ.
ირანული მედიის ინფორმაციით, თეირანი თბილისთან ურთიერთობების გარკვევას ცდილობდა და კერძოდ, საიმიგრაციო პოლიტიკის ახსნასა და დეპორტაციის მიზეზების მკაფიო განმარტებას მოითხოვდა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


