პოლიტიკა
ირანის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აბას თალები ფარს (Abas Talebi Far) შეხვდა, რომელმაც დაასრულა საქართველოში დიპლომატიური მისია.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის განვითარების გეგმები. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების მზარდი დინამიკა და ამ პროცესში ელჩის განსაკუთრებული როლი.
აბას თალები ფარმა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამედ ჯავად ზარიფის სახელით მადლობა გადაუხადა მიმდინარე წლის 11 იანვარს თეირანში, ყოფილი პრეზიდენტის აიათოლა აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებისთვის.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს ორი ქვეყნის ურთიერთობების გააქტიურებაში შეტანილი წვლილისათვის და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


