პოლიტიკა
ირანი ყოველთვის მხარს უჭერდა და ეხმარებოდა საქართველოს, ამის მაგალითია 2006 წელს ბუნებრივი აირის მიწოდება - საქართველოში ირანის ელჩი
ირანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე, ირანი ყოველთვის მხარს უჭერდა და პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, – ამის შესახებ საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მაჰმუდ ადიბმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ელჩის თქმით, ირანი საქართველოს მხარს უჭერს არამხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით, ეკონომიკური თვალსაზრისითაც საქართველოს ყოველთვის ეხმარებოდა.
„ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი ცალსახად გამოხატული პოლიტიკაა ქვეყნების დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ვემიჯნებით აგრესიას, ნებისმიერ ოკუპაციას და მხარს ვუჭერთ სახელმწიფოთა დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.
რაც შეეხება საქართველოს, ბუნებრივია, ირანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე, ირანი ყოველთვის მხარს უჭერდა და პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არამხოლოდ პოლიტიკური მდგენელით განისაზღვრება, ჩვენ ეკონომიკური თვალსაზრისითაც ყოველთვის კრიტიკულ სიტუაციაში გვერდით ვედექით, ვეხმარებოდით საქართველოს. ამის მაგალითია 2006 წელს საქართველოში გაზის კრიზისის დრო, როდესაც ჩვენ მივაწოდეთ საქართველოს ბუნებრივი აირი და, შესაბამისად, ის დავალიანება, რომელიც მაშინ ჰქონდა საქართველოს, ჯერ კიდევ გრაფიკულად გაწერილია და დღესაც უწევს საქართველოს ამ დავალიანების გადახდა“, – განაცხადა საქართველოში ირანის ელჩმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


