სამართალი
ირანელი ტუროპერატორები აჭარას ეცნობიან
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ირანელი ტუროპერატორების ინფოტურს მასპინძლობს. 11 მხვილი ტურისტული სააგენტოს გენერალური მენეჯერი რეგიონს სამი დღით სტუმრობს. დღეს, ისინი სასტუმრო ინტურისტში ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. პირისპირ (ე.წ. B2B) შეხვედრების დაწყებამდე ირანელმა სტუმრებმა რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების შესახებ მომზადებული პრეზენტაციაც მოისმინეს.
დღესვე, ინფოტურის მონაწილეები ბათუმში არსებულ სასტუმრო ინფრასტრუქტურას გაეცნობიან. ისინი ასევე მოინახულებენ რეგიონის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და მაღალმთიან აჭარას. ირანელი ტუროპერატორები რეგიონს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ავიაკომპანია Turkish Airlines ორგანიზებით სტუმრობენ.
მიმდინარე წელს, ირანი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის ახალი სამიზნე ქვეყანაა, სადაც ტურისტული პროდუქტების რეკლამირება გაზაფხულიდან იგეგმება. გასულ წელს, რეგიონის მიმართ დიდი იყო ირანელი ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობაც. 2016 წელს, აჭარას 24 695 ირანელი ტურისტი სტუმრობდა.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


