სამართალი
ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს წევრებს ერთწლიან ანგარიშს აცნობს
იუსტიციის სამინისტროში საპროკურორო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც მოხსენებით მთავარი პროკურორი წარდგება.
ირაკლი შოთაძე საბჭოს წევრებს მუშაობის ერთწლიან ანგარიშს აცნობს.
როგორც მთავარმა პროკურორმა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხება უწყებაში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს.
„საუბარი იქნება კოლეგიური ორგანოს საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობაზე, რომლის ფარგლებშიც უკვე ერთი წელია რაც ხდება, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების და წახალისების ზომების შემუშავება.
კარგი ტენდენციები არსებობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით, ჩვენი პოლიტიკა არასრულწლოვანების სისხლის სამართლის საქმეებზე მიმართულია არასრულწლოვნების რესოციალიზაციის და გამოსწორების მიმართულებით. ჩვენს ანგარიშში მოცემულია სწორედ სიძულვილის მოტივით განპირობებული დანაშაულების მხრივ ჩვენ მიერ განხორციელებული სისხლის სამართლებრივი დევნა. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. ჩვენი პროკურორების გადამზადება მოხდა ამ მიმართულებით, რათა სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება მსგავს დანაშაულებებზე იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი,“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


