სამართალი
ირაკლი შოთაძე ,,იბერია ტვ’’-ს საქმეზე - გვაქვს რწმენა, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე კონკრეტული ბრალდებული პირების მიმართ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი
გვაქვს რწმენა, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე კონკრეტული ბრალდებული პირების მიმართ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, - ასე გამოეხმაურა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე პირველი ინსტანციის სასამართლოში ტელეკომპანია იბერიის საქმის განხილვის პროცესს.
მთავარი პროკურორი არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ აღნიშნული საქმის განხილვა ჭიანურდება.
,,მე ხშირად გამიგია ის პრეტენზიები, რომ სისხლის სამართლის საქმეები დიდხანს გრძელდება. ერთი წელია მიმდინარეობს ეს განხილვები. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ამ სტანდარტს. ეს არის ევროპული განვითარებული სამართლებრივი სახელმწიფოების სტანდარტი, რომ საქმეები არ მთავრდება ერთ თვეში, ერთ კვირაში და ორ თვეში.
საქმეებს, მით უმეტეს სისხლის სამართლის საქმეებს, მსგავს საკმაოდ რთულ სისხლის სამართლის საქმეს სჭირდება საკმაო დრო, სჭირდება საკმაო დრო როგორც წინასწარი გამოძიებისათვის, ისე არსებითი განხილვისთვის.
შესაბამისად, ჩვენი პროკურორი რა თქმა უნდა, ახორციელებს ბრალდებას ამ სისხლის სამართლის საქმეზე და რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ამ საქმეზე მიმდინარეობს პროცესი. ჩვენ გვაქვს შესაბამისი მტკიცებულებები და იმის რწმენა, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე კონკრეტული ბრალდებული პირების მიმართ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი’’, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიის’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული არიან ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


