სამართალი
ირაკლი შოთაძე ამერიკელი მოსამართლეების და ადვოკატების დელეგაციას შეხვდა
საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკელი მოსამართლეების და ადვოკატების დელეგაციას შეხვდა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და მთავარი პროკურატურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
დელეგაციის წევრები დეტალურად გაეცნენ საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმებს, უწყების პრიორიტეტებს, პროკურატურის განვითარების სტრატეგიასა და ნაფიც მსაჯულთა სისტემის თავისებურებებს. სტუმრები დაინტერესდნენ პროკურატურის მოწყობისა და მთავარი პროკურორის არჩევის წესით, პროკურატურის თანამშრომელთა როტაციის, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტითა და სხვა საკითხებით. ასევე საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაფიც მსაჯულთა სისტემის თავისებურებებს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებაზე მზაობა გამოხატეს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


