სამართალი
ირაკლი სესიაშვილმა პროკურატურაში ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პროკურატურაში ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ცილისწამებად აფასებს ოპოზიციური პარტიის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ირაკლი სესიაშვილის ვაჟი, დავით სესიაშვილი ქურდობის თანამონაწილეა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა განმარტა, რომ ავტომობილი, რომელიც საქმეში ფიგურირებს, მისი შვილის ბავშვობის მეგობარს ეკუთვნოდა.
დეპუტატის თქმით, პროკურატურაში ის ორი მიზნით მივიდა; იმისთვის, რომ საგამოძიებო უწყებას 2015 წლის ქურდობის საქმის დასრულება მოსთხოვოს და იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობა ტყუილში ამხილოს.
„ნაციონალური მოძრაობისთვის დამახასიათებელია სიცრუის ტირაჟირება. ცილისწამება არის მათი პოლიტიკური სტრატეგია, თუმცა ამ შემთხვევაში ისინი უკვე შეეხნენ ჩემს ოჯახს,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


