სამართალი
ირაკლი სესიაშვილის შვილის მეგობარი მისი ავტომობილის ქურდობასთან დავით სესიაშვილის კავშირს აბსურდულს უწოდებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის შვილის მეგობარი, ნიკოლოზ სანაია მისი ავტომობილის ქურდობასთან დავით სესიაშვილის კავშირს აბსურდულს უწოდებს.
როგორც სანაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დავით სესიაშვილი მისი ახლო მეგობარია და არ არის გასაკვირი, რომ მანქანაზე მისი თითის ანაბეჭდებია დაფიქსირებული.
„სესიაშვილის გარდა მანქანაზე რამდენადაც ვიცი სამი თუ ოთხი ადამიანის თითის ანაბეჭდი აღმოაჩინეს. გასაკვირიც არ არის, ყოველდღიური ურთიერთობა ვისთანაც მაქვს, იმის თითის ანაბეჭდები იქნებოდა. დავით სესიაშვილი იმ პერიოდში არ დაუკითხავთ და არც იყო დასაკითხი, - განაცხადა ნიკოლოზ სანაიამ.
ცნობისათვის, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა კოტე იოსელიანმა განაცხადა, რომ 2015 წელს მომხდარი ავტომობილის ქურდობის საქმეზე სავარაუდო დამნაშავის თითის ანაბეჭდი ემთხვევა დეპუტატ, ირაკლი სესიაშვილის დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდს.
ნაციონალური მოძრაობის ბრალდების პასუხად თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ პროკურატურას საჩივრით მიმართა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


