პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი საქართველოში აკრედიტებულ ევროპის ქვეყნების ელჩებს შეხვდა
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჩეხეთის და შვედეთის სამეფოს ელჩებთან შეხვედრები გამართა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ჩეხ დიპლომატთან, ტომაშ პერნიცკისთან შეხვედრისას მხარეებმა სამხედრო სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და ერთობლივი პროექტების მომზადების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ირაკლი სესიაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩეხ დიპლომატს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესში ჩეხეთის მთავრობის მიერ საქართველოს მიმართ გამოხატული მხადაჭერისთვის და იმ დახმარებისთვის, რომელიც თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების სრულყოფილად მომზადებას ემსახურება.
„თავდაცვის სფეროში საქართველო და ჩეხეთი დიდი ხანია თანამშრომლობენ და რამდენიმე სერიოზული პროექტი მიმდინარეობის პროცესშია. შეხვედრისას ჩვენ პარტნიორობის ეს შესაძლებლობებიც განვიხილეთ და საუბარი სამხედრო მრეწველობის საკითხებსაც შეეხო. ჩეხეთი ასევე აქტიურად არის ჩართული თავდაცვის რეფორმის პროცესშიც. მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის საქართველოში ვიზიტი და მისი საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობა იგეგმება“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
შვედეთის სამეფოს ელჩთან, მარტინა ქუიქთან შეხვედრისას ყურადღება საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განხილვას დაეთმო. აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა კიდევ უფრო გაიზარდა, რასაც ორივე მხარე მიესალმა. სწორედ საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატში, თებერვლის დასაწყისში საქართველოს პარლამენტს შვედეთის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა, რომელსაც შვედეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი უხელმძღვანელებს.
„მიუხედავად იმისა, რომ შვედეთი ნატოს წევრი ქვეყანა არ არის საქართველოს მასთან აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს. გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, შვედი სამხედრო ოფიცრები ინტენსიურად თანამშრომლობენ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და აღჭურვის ცენტრთან“, - განაცხადა შეხვედრის დასრულებისას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


