პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი ეროვნული ანალიტიკური სამსახურის შექმნის ინიციატივით გამოდის
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ერთიანი ეროვნული ანალიტიკური სამსახურის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის.
შესაბამისი განცხადება სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა, რომელზეც მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ.
„თუკი ჩვენ გვსურს, რომ მთავრობა მაქსიმალურად იყოს აღჭურვილი საერთო ერთიანი ხედვით უსაფრთხოების საკითხთან მიმართებაში, მიმაჩნია, რომ ეროვნულ დონეზე საჭიროა შეიქმნას ეროვნული ანალიტიკური სამსახური. არ გეგონოთ, რომ მე გთავაზობთ რაღაც დიდ სტრუქტურას ან დიდ ბიუროკრატიულ მექანიზმს. ეს შეიძლება იყოს 15-20 კაციანი შემადგენლობა, რომელიც ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოახდინოს სხვადასხვა სამინისტროს მიერ განსაზღვრული, გაანალიზებული ხედვის გაერთიანება და ამის საფუძველზე ერთიანი ეროვნული შეფასების მიწოდება მთავრობისთვის, საზოგადოებისთვის, შესაბამისი დაინტერესებული პირებისთვის“, - განაცხადა სესიაშვილმა.
მისი თქმით, არსებული უსაფრთხოების საბჭო სწორედ ამ ნაწილში იყო რეკომენდატორი მთავრობისთვის.
„საჭიროა, რომ არსებობდეს გარკვეული კონტროლის მექანიზმი, გადამოწმების საშუალება და საერთო ეროვნული პრიორიტეტების განსაზღვრა, ამიტომ მთავრობასთან ერთად ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ და მიმაჩნია, რომ სწორი მიმართულებით წავალთ, თუ ერთიანი ეროვნული ანალიტიკური სამსახური ჩამოყალიბდება. რა ფორმით და რა სახელით ამაზე ვიმსჯელოთ“, - აღნიშნა სესიაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


