პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე ვატყობ, რუხ კარდილობას ცდილობს და ამისათვის ბოროტად იყენებს ტელევიზიის ბერკეტს - ირმა ინაშვილი
"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ლიბერთი ბანკის მფლობელისა და ტელეკომპანია იმედის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი რუხაძის შესახებ სტატუსს აქვეყნებს.
"არაერთგზის, საჯაროდ, ნეგატიურ კონტექსტში მისაუბრია ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო პოლიტიკაზე, რომელიც აშკარად მიკერძოებული, კონსერვატიული ძალებისადმი- მტრული, არასასურველი პოლიტიკოსებისადმი- მავნებლურია.
მზად ვარ ახლაც, პატივცემულო "იმედის" მფლობელებო, თქვენსავე ეთერში საჯაროდ ვისაუბრო, როგორ არღვევს თქვენი არხი ჟურნალისტურ პრინციპებს, როგორ ცდილობთ დააკნინოთ თქვენი დამკვეთებისთვის მიუღებელი პარტიები და პოლიტიკოსები, რა სამარცხვინოდ იქცევით, როცა ხელოვნურად აწინაურებთ ბოკერია-ბაქრაძე-უგულავას ჯგუფს და ა.შ.
ბატონი ირაკლი რუხაძე, ქართულ პოლიტიკაში, ვატყობ, რუხ კარდილობას ცდილობს და ამისათვის ბოროტად იყენებს ტელევიზიის ბერკეტს. თქვენთვისაც მოვიცლით, ბატონო ირაკლი. გამოგიყვანთ იმ კულისებიდან, საიდანაც ძალიან არაკომპეტენტურად იკბინებით, სხვათა შორის. ნანახი გვყავს თქვენნაირები. ზოგიერთი ცოცხალიც აღარაა", - წერს ირმა ინაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


