უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

5 ნოემბერი, 2019 12:00
font-size

ირაკლი ოქრუაშვილს არ სურს სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატი იცავდეს - სასამართლო პროცესი გადაიდო

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან სასამართლოსთვის გაგზავნილ განცხადებაში სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვდა, ვინაიდან მისი განცხადებით, სურს ადვოკატი აიყვანოს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ბასილაშვილმა თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა.

შუამდგომლობაში ადვოკატმა ირაკლი ოქრუაშვილის პოზიცია დააფიქსირა, რომლის მიხედვითაც, ოქრუაშვილს არ სურს სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატის მიერ მოხდეს მისი დაცვა. შუამდგომლობის მიხედვით, ოქრუაშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა იმას, რომ აღნიშნული ადვოკატი მონაწილეობდეს მისი საქმის განხილვაში.

ადვოკატის თვითაცილების შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა მოსამართლემ და განმარტა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პროცესზე გამოცხადებას თავს არიდებს.

ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები გასულ სხდომაზე აიცილა. მას სავალდებულო წესით სახელმწიფოს ხარჯზე დაენიშნა ადვოკატი.

ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი