საზოგადოება
ირაკლი ოქრუაშვილი საპროცესო გარიგებაზე უარს ამბობს
პატიმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი საპროცესო გარიგებაზე უარს ამბობს. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.
სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტმა თავდაცვის ექს მინისტრს კითხვები წერილობით მისწერა და მატროსოვის ციხიდან პასუხები მიიღო, სადაც ოქრუაშვილი წერს რომ საპროცესო გარიგებას არ დათანხმდება.
„საპროცესო გარიგება ნიშნავს ბრალის აღიარებას და ჩემი მხრიდან ამაზე დათანხმება იქნება ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც ივანიშვილის მიერ გავრილოვის ჩამოყვანით რუსებთან ფლირტს აპროტესტებდა 20 ივნისს რუსთაველზე, ასევე იმ ადამიანების შეურაცხყოფა იქნება, ვინც ივანიშვილმა და გახარიამ იმ ღამეს დაასახიჩრეს და ციხეში გამოკეტეს. იმაზე არაფერს ვამბობს, რომ ეს იქნება საკუთარი თავის შეურაცხყოფა და პოლიტიკური თვითმკვლელობა“- წერს ოქრუაშვილი.
ოქრუაშვილის წერილს თანაპარტიელები გამოეხმაურნენ. თავდაცვის ყოფილი მინისტრის თანაგუნდელმა გურამ ჩალაგაშვილმა აცხადებს, რომ ოქრუაშვილს შეუძლია ამხილოს ივანიშვილის ყველა დანაშაული.
„ივანიშვილისთვის ყველაზე საშიში ადამიანია ოქრუაშვილი, რომელსაც შეუძლია ამხილოს ივანიშვილი და მისი ხელისუფლება ყველაფერში თუკი მათ ცუდი რამ ჩაუდენიათ კორუფციული გარიგებებიდან დაწყებული დასრულებული იმ რეალობით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. ოქრუაშვილმა ძალიან მარტივად და გასაგებად უთხრა, რომ ის საპროცესო გარიგებაზე ამბობს უარს“ - განაცხადა ჩალაგაშვილმა.
შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული კანონდარღვევის გამო წარედინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


