სამართალი
ირაკლი ოქრუაშვილი რობაქიძის საქმეზე: არ მახსოვს, ვისგან შევიტყვე მომხდარი
ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დაიკითხა.
როგორც ოქრუაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, მომხდარიდან ათზე მეტი წელია გასული და საქმეზე დეტალების გახსენება უჭირს.
"არ მახსოვს, ვისგან შევიტყვე მომხდარი. ამ საქმეზე მუდმივად ხდებოდა ინფორმაციების გასვლა პრესაში და ჩემი შეხედულებები ჩამომიყალიბდა. ამ თემის განხილვა რა დონეზე მოხდა სამინისტროში, არ ვიცი. ჩემთან არ მომხდარა”, - განაცხადა ოქრუაშვილმა.
მანვე გადაცემა „პატრულის“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრალდებულ გურამ დონაძესთან საპატრულოს შექმნის პირველ ეტაპზე ჰქონდა შეხება.
”მაშინ ცხინვალის კონფლიქტი იყო და იქ მიწევდა მუშაობა. საპატრულო პოლიციის პოპულარიზაციისთვის მიწევდა ყურადღების მოქცევა. გადაცემა „პატრულის“ მიზანი იყო პოლიციის პოპულარიზაცია”, - განაცხადა ოქრუაშვილმა.
მოკლულის მამას, სოსო რობაქიძეს ოქრუაშვილის დაკითხვის პარალელურად რეპლიკების წამოძახების გამო სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.
რობაქიძის გაღიზიანება დაცვის მხარის იმ კითხვას მოჰყვა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეომასალას ეხებოდა. კერძოდ, დაცვის მხარემ, ერთ-ერთი მოწმის ქეთი ხოსიტაშვილის ჩვენების საფუძველზე ოქრუაშვილს ჰკითხა, დაუკავშირდა თუ არა ის შსს-ს პრესსამსახურის მაშინდელ ხელმძღვანელს გურამ დონაძეს და სთხოვა ფირის ჩვენება.
„სჯობს სიმართლე თქვა ირაკლი. რად უნდა დადასტურება, ხოსიტაშვილის ნათქვამს. ეს ფაქტია. რანაირად გაუვარდა სამართალდამცველებს ტყვია? ორი ტყვია გაუვარდა?“ - აღნიშნა რობაქიძემ, რის შემდეგაც მას დარბაზი დაატოვებინეს, ოქრუაშვილმა კი განაცხადა, რომ დონაძესთან ფირის ჩვენებასთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ ჰქონია.
დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ოქრუაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ პრესის საშუალებით მიეწოდა, ხოლო მომხდარის შესახებ ვიდეომასალის ნახვის შემდეგ,10 დღეში შს მინისტრის თანამდებობა დატოვა.
„ჩემი მინისტრობის პერიოდში მოხდა დანაშაული, მაგრამ 2004 წლის ზაფხულში მე ხელი მოვაწერე შსს-ში 40 ათასამდე ადამიანის დანიშვნას. ეს არ ნიშნავს, რომ 40 ათასივეს საქციელზე პასუხს ვაგებდი“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


