სამართალი
ირაკლი ნოზაძე ნარკოტიკის მოტივით რაიმე კონფლიქტის დაწყებას უარყოფს - ადვოკატი
მომღერალ ირაკლი ნოზაძეს სამართალდამცველები, სავარაუდოდ, დღეს გამოკითხავენ.
ადვოკატ ნიკა სადრაძის თქმით, მას დაზარალებულთან კომუნიკაცია ჰქონდა.
ირაკლი ნოზაძე კატეგორიულად უარყოფს ნარკოტიკის მოტივით რაიმე კონფლიქტის დაწყებას. ადვოკატის ინფორმაციითვე, დაპირისპირება ვალთან დაკავშირებით დაიწყო.
,,დიდი ხანი არ გაგრძელდა ჩვენი კომუნიკაცია ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ ყველაზე მთავარი რაზეც ვისაუბრეთ იყო ის, რომ აგორებული ჭორები და ვერსიები რაც არის საზოგადოებაში, რომ თითქოს ეს ყველაფერი უკავშირდება ნარკოტიკების თემას, არის ტყუილი. ირაკლი ამბობს, რომ კონფლიქტი ვალის გამო ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიიღო მან ორი ჭრილობა.
იგეგმება მისი გამოკითხვა როგორც დაზარალებულის, თუ შეძლებს რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და მიაწვდის გამოძიებას ინფორმაციას იმ ფაქტთან დაკავშირებით რაც იმ დღეს მოხდა“, - განაცხადა ადვოკატმა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


