სამართალი
ირაკლი ნოზაძე კისრის მიდამოში იყო ალბათ დაჭრილი, რადგან ხელს იფარებდა და გარბოდა სასწრაფოს მოლოდინში - თვითმხილველი
დავინახე, დაჭრილი ირაკლი ნოზაძე სკამზე იჯდა და სისხლისგან იცლებოდა, - ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას „ქუჩის ბიჭების“ მომღერლის, ირაკლი ნოზაძის მეზობელი, რომელიც შემთხვევის თვითმხილველია.
მისი ინფორმაციით, ნოზაძეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მოსვლამდე გონება არ დაუკარგავს.
„ერთადერთი ვერსია ის ვიცი, რომ გოგონამ დაჭრა. ირაკლი ნოზაძე გონზე იყო ბოლომდე, მაგრამ ბოლო ორი წუთის განმავლობაში ითიშებოდა“, - განაცხადა თვითმხილველმა.
ფაქტის კიდევ ერთი თვითმხილველის განცხადებით, ნოზაძე, სავარაუდოდ, ყელის არეშია დაჭრილი.
„კისრის მიდამოში იყო ალბათ დაჭრილი, რადგან ხელს იფარებდა და გარბოდა სასწრაფოს მოლოდინში. მანამდე მანქანა დიდი სისწრაფით ეზოში შემოვიდა და ამან მიიქცია ყურადღება“, - განაცხადა თვითმხილველმა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ნოზაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ვანის ქუჩაზე, ცივი იარაღით გუშინ საღამოს დაჭრეს. დაშავებულს ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 18 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


