პოლიტიკა
ირაკლი კვარაცხელიას გატაცება და შემდეგ მისი ძალადობრივი მოკვდინება არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და დანაშაული მიმართული საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ - პრეზიდენტი
საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გატაცება და შემდეგ მისი ძალადობრივი მოკვდინება არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და დანაშაული მიმართული საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს თემა განხილული უნდა იქნას ყველა მაღალი რანგის შეხვედრაზე. გარდა ამისა პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის, შეიქმნას ახალი ფორმატი, სადაც მსგავს კონტექსტთან მიმართებაში პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობა იქნება.
„სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ უსამძიმრებს ოკუპანტების მიერ მოკლული ახალგაზრდის ოჯახს და სრულიად საქართველოს. ამასთან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს არის საკითხი, რომელზეც ყველა მაღალი რანგის შეხვედრაზე უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა, ამ თემის ფართოდ გასაჯაროებისთვის უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა. აი, ამ კონტექსტში საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ აუცილებელია, შეიქმნას ახალი ფორმატი, რომელსაც ექნება მაღალი პოლიტიკური დიალოგის წარმოების შესაძლებლობა.
ჩვენ გვაქვს ახლა ფორმატები, სადაც რეალურად ტექნიკური საკითხები განიხილება და არ ხერხდება პოლიტიკური დიალოგის წარმართვა. სწორედ ასეთი ფორმატის შემუშავება მიაჩნია მას მნიშვნელოვნად და გარდა ამისა, ყველა შეხვედრა, რომელიც გაიმართება საქართველოს სახელით და ყველა მაღალი ტრიბუნა მიძღვნილი უნდა იყოს სწორედ ამ თემისთვის,"-განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


