პოლიტიკა
ირაკლი კოვზანაძემ სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან რეფორმების მიმდინარეობა განიხილა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა-მარტინს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელშიც სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ფრანსუა პეშო და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ, აღინიშნა, რომ საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები პოზიტიურია, ქვეყნის ეკონომიკა მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 4,9%--ით გაიზარდა, მხოლოდ იანვარში - 5,5%-ს მიაღწია. მხარეებმა განიხილეს მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებიც და მათი გავლენა საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე.
კომიტეტის თავმჯდომარემ და სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ისაუბრეს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების, ინფლაციის დონის შემცირების დადებითი ტენდენციის, ფისკალური კონტროლის გაძლიერებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის მექანიზმების შესახებ. გარდა ამისა, შეხვედრაზე იმსჯელეს გაკოტრების საქმისწარმოების სრულყოფის აუცილებლობაზე, მთავრობის საგადასახადო ინიციატივებსა და სხვა მოსალოდნელ ინსტიტუციურ რეფორმებზე.
,,საერთაშორისო სავალუტო ფონდი კმაყოფილია საქართველოს ეკონომიკის განვითარების ტემპებით, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის კურსს ეკონომიკური რეფორმების შემდგომი გაღრმავების მიმართულებით. შესაბამისად, გეგმაშია მთელი რიგი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას, ეკონომიკურ ზრდასა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის მეორე მიმოხილვის ფარგლებშია ჩამოსული.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


