პოლიტიკა
ირაკლი კოვზანაძე მაროკოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
მაროკოს სამეფოს პარლამენტის დელეგაცია, რომელიც საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობით დაინტერესდა. უცხოელ სტუმრებს დღეს კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე და კომიტეტის წევრი, გრიგოლ მიქელაძე შეხვდნენ.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ირაკლი კოვზანაძემ მაროკოელ კოლეგებს კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებისა და შესრულების კონტროლის მექანიზმი, აგრეთვე ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები: დეპოზიტების დაზღვევის, საპენსიო და კაპიტალის ბაზრის რეფორმები. შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით მიღწეულ წარმატებაზე.
„სტუმრებს აინტერესებდათ, თუ რა შეიძლება გაითვალისწინონ „ღია მმართველობის“ დანერგვის პროცესში. როგორც მოგეხსენებათ, საბიუჯეტო გამჭვირვალობის თვალსაზრისით, საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჩართულობის შესახებ ჩვენს საქმიანობაში, ეროვნულ ბანკთან ურთიერთობისა და ინფლაციის მიზნობრიობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ვფიქრობ, ჩვენს გამოცდილებას გაითვალისწინებენ და დღევანდელი შეხვედრა მათთვის ნაყოფიერი იქნება“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


