პოლიტიკა
ირაკლი კოვზანაძე ბელარუსის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, მარიანა სჩიოტკინას შეხვდა.
კოვზანაძემ, რომელიც საქართველოს პარლამენტში ბელარუსთან მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობს, უცხოელ კოლეგასთან ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო-ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა ზრდის ტენდენციით ხასიათდება.უცხოელმა სტუმრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ბელარუს ტურისტებს შორის საქართველოს, როგორც ტურისტული დანიშნულებისადგილის პოპულარიზაციის ზრდაზე.
ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და ბელარუს ხალხს შორის განსაკუთრებით თბილი ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რაც განპირობებულია საერთო ისტორიითა და ღირებულებებით. მან იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი კეთილგანწყობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ბელარუსის ბიზნესწრეებს თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაში.
შეხვედრას ბელარუსის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მიხაილ მიატლიკოვიც ესწრებოდა.
ბელარუსის პარლამენტის ვიცე-სპიკერი საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასწრების მიზნით ესტუმრა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


