პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია ისრაელში გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში დაიწყო. საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, ისრაელში უკვე გაემგზავრა.
როგორც დელეგაციის წევრები ამბობენ, ვიზიტი ისრაელსა და საქართველოს შორის არსებული ისტორიული და მტკიცე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და განმტკიცებას ემსახურება.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, ისრაელში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება.
„ვიზიტის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრები გვექნება საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მოლოდინი მაქვს, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ისტორიულ და კეთილმეზობლურ თანამშრომლობას. საუბარი გვექნება პოლიტიკურ მხარდაჭერის, ეკონომიკური ურთიერთობებისა და იმ მნიშვნელოვან პროექტების შესახებ, რასაც ისრაელთან ერთად ვახორციელებთ. ასევე, ვისაუბრებთ საგანმანათლებლო, ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების და სხვა მნიშვნელოვან თემებზე“,- განაცხადა გამგზავრების წინ სოფიო ქაცარავამ.
თავის მხრივ, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია გამართულ შეხვედრებზე კოლეგებს საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
„საპარლამენტო დელეგაცია, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ისრაელში მიემგზავრება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტთან, ქნესეთის თავმჯდომარესთან, ასევე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან მაღალი დონის შეხვედრები გვექნება. განვიხილავთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, როგორც საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს, ასევე, ეკონომიკურ საკითხებსა და ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებს. რა თქმა უნდა, მივაწვდით კოლეგებს და პარტნიორებს უახლეს ინფორმაციას პარლამენტის მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ, ასევე, ჩატარებული არჩევნების შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. ისრაელი ჩვენი მტკიცე მოკავშირეა და ეს ვიზიტიც ამ ურთიერთობების განმტკიცებას ემსახურება“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოსა და ისრაელს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი.
„თანამედროვე ურთიერთობაში ჩვენთვის განსაკუთრებული ღირებულებისაა თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში. თავისთავად ცხადია, ტერორიზმი, ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტები არის გამოწვევა არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს - ისრაელისა, არამედ ეს მეტნაკლებად საქართველოსაც შეეხება, ამიტომ, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ღირებულია ორივე ქვეყნისთვის და საერთო ჯამში, ეს გამოადგება რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას“,- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
როგორც ისრაელში გამგზავრების წინ ისრაელის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ვიზიტი ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობას კიდევ უფრო განმტკიცების.
„ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩვენ შევხვდებით ქნესეთის თავმჯდომარეს, ასევე, ქვეყნის პრეზიდენტს. გვექნება სხვადასხვა საკითხებზე საუბარი, მათ შორის, უსაფრთხოების გამოწვევებზე, ჩვენი ქვეყნების პარტნიორობაზე, რომელიც არაერთი წელია გრძელდება. ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი იქნება ძალიან შედეგიანი ჩენი მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცების საქმეში“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


