პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის განცხადება იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს გვეკრძალება ნებისმიერ საკითხზე გამოვთქვათ საკუთარი აზრი - გიორგი აბაშიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, უშიშროების საბჭოს მდივნის, დავით რაქვიაშვილთან დაკავშირებით.
აბაშიშვილის თქმით, ირაკლი კობახიძემ თავისი ნათქვამით მიანიშნა, რომ მოქალაქეებს საკუთარი აზრის გამოხატვა ეკრძალებათ.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ან ძალიან იუმორით უნდა შევხედოთ, ან თუ ცოტათი მაინც სერიოზულად შევხედავთ - ეს ნიშნავს იმას, რომ უშიშროების საბჭოს მდივანს, რომელიც უშიშროების საბჭოს ისეთივე მუდმივი წევრია, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თურმე უფლება არ აქვს, საკუთარი აზრი გამოთქვას უშიშროებისა და უსაფრთხოების საკითხებზე. ეს უკვე, პრაქტიკულად, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენ, გვეკრძალება ნებისმიერ საკითხზე გამოვთქვათ საკუთარი აზრი, მათ შორის გამოვთქვათ აზრი ჩვენს კომპეტენციაში შემავალ მნიშვნელოვან საკითხებზე“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
როგორც დღეს კობახიძემ ჟურნალისტებთან თქვა, უშიშროების საბჭოს მდივანი არ უნდა საუბრობდეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ნატოში ინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებებს შექმნის ან პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართოს, რომ ის მასთან ვერ შეთანხმდება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


