პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის დღევანდელი შეხვედრა საპატრიარქოში არჩევნებთან არანაირ კავშირში არაა - გიორგი კახიანი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი კახიანის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელი ვიზიტი საპატრიარქოში არჩევნებს არ უკავშირდება.
„ასეთ შეხვედრებს ხშირი ხასიათი აქვს, ჩვენ მუდმივად ვხვდებით საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია , თუ რას ფიქრობენ საპატრიარქოში ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება ჩვენს ქმედებებში არაერთხელ გამოჩნდა და საზოგადოებამ ეს ნახა. ესეც ამ ტიპის მიმდინარე შეხვედრა იყო. არჩევნებთან ამას არანაირი კავშირი არ ჰქონია", - განაცხადა კახიანმა.
მისივე თქმით, შეხვედრა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს უკავშირდებოდა.
დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრები მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტსაც არ უკავშირდება, რადგან ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია.
„მარიხუანას თემას რაც შეეხება, ამ თემაზე ჩვენ ძალიან ნათლად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია და ეს საკითხი საერთოდ მოხსნილია დღის წესრიგიდან. ეს საკითხი პარლამენტიდან გაწვეულია. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებისა და საპატრიარქოს პოზიცია გავიგეთ", - განაცხადა კახიანმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


