პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის ავტორიტეტი და ზოგადად მისი მეთაურობით პარლამენტის ავტორიტეტი ძალიან დაბალია - დავით ჭიჭინაძე
თმენის ვალდებულება მართლა გვაქვს დეპუტატებს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ და აღნიშნულით დეპუტატი ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პარლამენტის სპიკერი ჭიჭინაძის მიერ შრომის უსაფრთხოების კანონთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას არასწორ ინფორმაციას უწოდებს.
ჭიჭინაძის თქმით, კობახიძის ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებიდან ირკვევა, რომ ის „ახალი კონსტიტუციის ავტორობას უბრალოდ იჩემებდა“.
“თმენის ვალდებულება მართლა გვაქვს დეპუტატებს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ. აქამდე ვიცოდი, რომ ის იყო კონსტიტუციის ავტორი, ამას იჩემებდა, მაგრამ როგორც ირკვევა, თურმე მთავრობა არ აძლევდა მუშაობის საშუალებას. მაჟორიტარებთან დაკავშირებით, მიწის არ გაყიდვასთან დაკავშირებით ჩვენი ინიციატივები იყო, საბანკო ჩანაწერების გასწორებასთან დაკავშირებით – ჩემი და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის. გამოდის, რომ ეს ადამიანი პრაქტიკულად იბრალებს იმას, რაც არ გაუკეთებია. ჩემთვის გაუგებარია, თუ ამ კონსტიტუციას კვირიკაშვილის კონსტიტუცია ჰქვია და ერთ ადამიანზეა მორგებული, მაშინ გამოდის, რომ კონსტიტუცია არასწორად მიგვიღია”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
მისივე თქმით, კობახიძის მეთაურობით პარლამენტს დაბალი რეიტინგი აქვს.
“დეპუტატები იმით არიან განსხვავებულები, რომ თავიანთი აზრი უნდა გააჩნდეთ. მე სხვების მაგივრად ვერ ვისაუბრებ. მე ჩემს მაგივრად ვსაუბრობ. შეგიძლიათ საზოგადოებრივი განწყობით გაარკვიოთ. მე ვერ ვიტყვი, რომ კობახიძე ძალიან მაღალრეიტინგული ფიგურაა და საზოგადოებაში მხარდაჭერით სარგებლობს. მისი მხარდაჭერა, მისი ავტორიტეტი და ზოგადად მისი მეთაურობით პარლამენტის ავტორიტეტი ძალიან დაბალია”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
გუშინ, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ თავის დროზე, როცა უმრავლესობის ფორმატში, შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით კანონის მიღებაზე მსჯელობდნენ, სწორედ პარლამენტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ და ფრაქცია “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა მამუკა მდინარემ თქვეს, რომ “პარლამენტს რომ ასეთი კანონი მიეღო, ინვესტორების ინტერესები დაირღვეოდა და ქვეყანა ეკონომიკურად არამიმზიდველი გახდებოდა“.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინვე განაცხადა, რომ დაგეგმილია სექტემბერში “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის შინაარსობრივი გადახედვა, ამაღლდება აღნიშნული კანონის სტატუსი და ის ორგანული კანონი გახდება. ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ ის, რაზეც დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ისაუბრა, არასწორი ინფორმაციაა.
“მე შეგნებულად არ მინდა ამ ყველაფერს ტყუილი ვუწოდო, გამომდინარე იქიდან, რომ მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, თმენის ვალდებულება მენიჭება, როცა საქმე დეპუტატების მხრიდან გაჟღერებულ გარკვეულ გზავნილებს ეხება. ეს არ არის სწორი ინფორმაცია“, – განაცხადა კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


