პოლიტიკა
ირაკლი კობახიძეს ვურჩევ თანამდებობიდან გადადგეს - სერგო რატიანი
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, თანამდებობიდან გადადგომა ურჩია.
„პარლამენტის თავმჯდომარეს ვურჩევდი, რომ საკუთარი რეპუტაციის შესანარჩუნებლად გადამდგარიყო ამ თანამდებობიდან“, - განაცხადა რატიანმა.
რატიანის თქმით, კობახიძე და „ქართული ოცნება“ იტყუებოდნენ, რომ ახალი კონსტიტუციით შეიცვლება საარჩევნო სისტემა.
„ამ თვეების განმავლობაში, რაზეც საუბრობდა „ქართული ოცნება“, კონკრეტულად პარლამენტის თავმჯდომარე, აღმოჩნდა ტყუილი. გუშინდელი განცხადების შემდეგ დადასტურდა, რომ საარჩევნო კოდექსი ფაქტობრივად არ იცვლება შემდგომი არჩევნებისთვის. გამოდის, რომ ამ თვეების განმავლობაში, ის ატყუებდა საზოგადოებას. ვენეციის დასკვნა უკვე არაფერ შუაშია“, - განაცხადა რატიანმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


