უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 თებერვალი, 2017 13:00
font-size

ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა მეშვიდე ყოველწლიური შეხვედრა გახსნა

ბორჯომში, საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა მეშვიდე, ყოველწლიური შეხვედრა იმართება თემაზე: „ინოვაციური სერვისები და ეფექტური საარჩევნო პროცედურები“.

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გახსნა. მან გასულ წელს, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების მნივნელობაზე და საარჩევნო პროცესში ცესკო-ს როლზე ისაუბრა.

„საქართველოში, ცოტა ხნის წინ, ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და ალბათ, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არჩევნები ყოფილიყო თავისუფალი და სამართლიანი და სწორად დაორგანიზებული. არჩევნები საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიული განვითარებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის გამოცდილების გაზიარება“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო გარემოს განვითარების მიმართულებით ქვეყნაში მნიშვნელოვანი მიღწევებია, თუმცა არსებობს გამოწვევები და საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის.

„საქართველომ საარჩევნო ადმინისტრაციის განვითარების რთული გზა გაიარა თავისუფლების გამოცხადების შემდეგ და ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ამ განვითარების, საარჩევნო გარემოს განვითარების ძალიან მაღალ დონეს მივაღწიეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, გამოწვევები რჩება გარემოს, ადმინისტრაციის მიმართულებით. საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებისთვის. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან ღირებულია თქვენი გამოცდილების გაზიარება“,-აღნიშნა პარლამენტის თვამჯდომარემ.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ხელმძღვანელმა, მეთ გოქულმა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროგრამების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკლ სვეტლიკმა.

კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში განიხილავენ შემდეგ საკითხებს: ტექნოლოგიები და არჩევნები - საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება, ინოვაციური სერვისები, ევროპული სტანდარტები საარჩევნო პროცესში, საარჩევნო ადმინისტრაციის ელექტრონულ მართვა და ა.შ.

ღონისძიებაში 20 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, 11 საერთაშორისო ორგანიზაციის, აშშ საელჩოს და საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული სამი კომპანიის ასამდე წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.

ცენტრალური საარჩევნო კომისია საერთაშორისო კონფერენციას საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრთან (ICPS) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით უწევს ორგანიზებას.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი