პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ და „ქართული ოცნების“ ცხრა დეპუტატმა 22-25 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილს 160 000 ლარი გადაურიცხეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და „ქართული ოცნების“ ცხრა დეპუტატმა მათ მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ოთხ დღეში 160 000 ათასი ლარი შესწირეს. დეპუტატებმა თანხა 22-25 ოქტომბერს გადარიცხეს.
დეპუტატებს შორის ზურაბიშვილს ყველაზე დიდი თანხა - 60 000 ლარი ბექა ოდიშარიამ შესწირა, 55 000 ლარი ზურაბიშვილს თეიმურაზ კოხრეიძესგან ერგო. ირაკლი კობახიძემ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დეპუტატმა ლევან კობიაშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატს 10 000- 10 000 ლარი გადაურიცხეს; გია ვოლსკიმ, ეკა ბესელიამ, ერეკლე ტრიპოლსკიმ, თემურ ჭკუასელმა და ირაკლი მეზურნიშვილმა - 4000-4000 ლარი. დეპუტატმა ისკო დასენმა ზურაბიშვილს 5000 ლარი შესწირა.
„ქართული ოცნების“ წევრებს შორის სალომე ზურაბიშვილისთვის გადარიცხული აქვთ დეპუტატებს - იოსებ მაკრახიძესა ( 50 000 ლარი) და ირაკლი ხახუბიას (60 000 ლარი).
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


