პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ ბიუროს წევრებს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება გააცნო
ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ბიუროს წევრებს, 1 მარტის 12 საათიდან პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება გააცნო. პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხებზე და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე პარლამენტის წევრებს ინფორმაცია გააცნო და რიგგარეშე სხდომის მუშაობის რეგლამენტზე ისაუბრა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილმა ბიუროს წევრებს რიგგარეშე სხდომაში ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მონაწილეობას არმიღებაზე განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ სხდომაზე დასწრების ბოიკოტი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ წარმოდგენილ კანონპროექტებს უკავშირდება, რომელსაც ფრაქცია მხარს არ უჭერს.
იგი ნდობის ჯგუფის, საპროკურორო საბჭოს და სხვადასხვა მუდმივმოქმედი დელეგაციების კვოტირების საკითხსაც შეეხო და პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიაში თავმჯდომარის მოადგილედ ფრაქციის წევრის, ადა მარშანიას დანიშვნა მოითხოვა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირმა ინაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და ის საკითხები განმარტა, რომლებიც მისმა მოადგილემ ბიუროს სხდომაზე წამოაყენა.
„კვოტები გადანაწილდა იმ პროპორციის შესაბამისად, რომლითაც არიან პოლიტიკური ძალები წარმოდგენილი პარლამენტში და უფრო მეტიც, მცირე ფრაქციებს მიენიჭათ უპირატესობა. დელეგაციებში პროპორციულად უფრო მაღალი კვოტით არიან წარმოდგენილი მცირე ფრაქციები, ვიდრე მსხვილი ფრაქციები. ეს არის რეალობა. სავსებით სამართლიანად იქნა გადანაწილებული როგორც დელეგაციებში, ისე სხვა ანალოგიურ შემთხვევებში ეს კვოტები და აქედან გამომდინარე, კრიტერიუმებთან დაკავშირებით მე არა მგონია, რომ კითხვები შეიძლება დაისვას. საპროკურორო საბჭოსთან დაკავშირებით, კანონმდებლობით სხვა წესია დადგენილი. რაც შეეხება ნდობის ჯგუფს, აქ ნამდვილად იყო ერთგვარი უხერხულობა. თავის დროზე გაჭიანურდა ნდობის ჯგუფის ჩამოყალიბება, მას შემდეგ ჩამოყალიბდა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ფრაქცია და დღეს შვიდმა კაცმა უნდა წარადგინოს ნდობის ჯგუფში წევრი. გამომდინარე იქიდან, რომ შვიდი კაცი არ გროვდება უმრავლესობის და უმცირესობის გარეთ, ამიტომ ვერ ხერხდება მეხუთე წევრის წარდგენა ნდობის ჯგუფში. საარჩევნო სისტემას რაც შეეხება, ჩვენ მივიღეთ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რომ საკონსტიტუციო კომისიაში განიხილება ეს საკითხი. ამ კვირის ბოლომდე მოხდება კანონპროექტის ინიცირება და დაიწყება ამ საკითხის განხილვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


