პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო.
დეპუტატებმა სამი საერთაშორისო ხელშეკრულების: „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება (საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენა)“; „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია)“ და „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება (საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების /გადამუშავების/ რეალიზაციის ჯაჭვი)“, რატიფიცირების საკითხზე იმსჯელეს, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.
პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორისაა „სახელმწიფო შესყიდვების კანონში“ შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტი. ცვლილება ელექტრონული ტენდერის გამოცხადების ვადებთანაა დაკავშირებული და იმ საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად ხორციელდება, რომელიც ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი.
წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივებზე ბიურომ წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს. დეპუტატებმა რამდენიმე კანონპროექტთან დაკავშირებით განხილვის ვადები განსაზღვრეს და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს გაეცნენ.
რეგლამენტის თანახმად, ბიურომ მოისმინა და ცნობად მიიღო ინფორმაცია საპარლამენტო უმცირესობაში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე, რომლის თანახმად, საპარლამენტო უმცირესობის წევრები არიან ფრაქციებში „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო-უკეთესი მომავლისათვის“ გაწევრიანებული დეპუტატები. უმცირესობას დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს ინფორმაცია მიაწოდა, რომ საპარლამენტო უმცირესობაში შემავალ ორ ფრაქციას სახელწოდება შეეცვალა. ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ სახელი გადაერქვა და ეწოდა „ევროპული საქართველო“, ფრაქციას სერგო რატიანი უხელმძღვანელებს. ხოლო ფრაქციას, „ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის“, „ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის“ დაერქვა და მას ორი წევრი დაემატა.
ბიურომ ასევე ცნობად მიიღო დეპუტატის, რამაზ ნიკოლაიშვილის მიმართვა, რომლის თანახმადაც, რამაზ ნიკოლაიშვილი ფრაქცია „ევროპული საქართველოდან“ გავიდა. ის უმცირესობაში ე.წ. დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება.
ბიუროს სხდომაზე სერგი კაპანაძემ ბიუროს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ უმცირესობაში გაერთიანებული ფრაქციები, გაზპრომთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხების გასაცემად და ინფორმაციის მისაღებად ფრაქციის სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრის დასწრებას ითხოვენ. სერგი კაპანაძის განცხადებით, მათ ამის თაობაზე ენერგეტიკის მინისტრს წერილობით უკვე მიმართეს.
დღის წესრიგით განხილული საკითხების შესახებ პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


