პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლონეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას ერთმანეთთან განსაკუთრებულად ახლო და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ის მოხარული იქნება, თუ ამ კავშირების გაღრმავებაში მნიშვნელოვან წვლილს მე-9 მოწვევის პარლამენტიც შეიტანს. მისივე განცხადებით, საქართველოს პარლამენტში, უახლოეს მომავალში, პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი შეიქმნება, რაც თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას შეუწყობს ხელს.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ელჩს პოლონეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიასა და დაგეგმილ საპარლამენტო საქმიანობაზეც.
მარიუშ მაშკიევიჩის განცხადებით, უახლოეს მომავალში საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა ეწვევა, რაც ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის კიდევ ერთი დადასტურებაა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მარიუშ მაშკიევიჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


