პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან საქართველოში, იოჰანეს დუმასთან შეხვედრა გამართა. ელჩმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს. განიხილეს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოების დონეზე თანამშრომლობის გააქტიურების საკითხიც.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ნიდერლანდების სამეფო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი და მსხვილი ინვესტორი ქვეყანაა. ირაკლი კობახიძის თქმით, ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტის აპარატის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების საქმეში მნიშვნელოვანია. პარლამენტის თავმჯდომარემ ამ მიმართულებით გაწეული დახმარებისთვის იოჰანეს დუმას მადლობა გადაუხადა და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასა და მნიშვნელობაზეც და განაცხადა, რომ გამართული კონსტიტუცია ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების საწინდარია. ირაკლი კობახიძემ ელჩს საქართველოს პარლამენტის საქმიანობა გააცნო და ყურადღება საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციური გაძლიერების საჭიროებაზე გაამახვილა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


