პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ნილს სკოტს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ნილს სკოტმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პარლამენტისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროზე ისაუბრეს. განიხილეს საქართველოს პარლამენტის გეგმები, იმსჯელეს გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობაზეც.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს პარლამენტსა და არასამთავრობო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა. მხარეებმა, ასევე, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის აქტიურ ჩართულობაზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტზე - „საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში“ და მის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


