პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე რუმინეთს ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 13-15 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვევა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე რუმინეთის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტს, ლივიუ დრაგნეას შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძე და ლივიუ დრაგნეა პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრას, ასევე, რუმინეთის სენატის პრეზიდენტ კალინ პოპესკუ ტარიჩეანუსთან გამართავს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატთა პალატისა და სენატის ევროპულ საქმეთა, საგარეო საქმეთა და თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტების თავმჯდომარეებს და რუმინეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ლივიუ იოან ადრიან პლესოიანუს შეხვდება.
ასევე, დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ტეოდორ მელესკანუსთან.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე, „შავი ზღვის ქვეყნების თანამშრომლობისა და უსაფრთხოების“ შესახებ გამართულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბუქარესტში უცნობი ჯარისკაცის მონუმენტს გვირგვინით შეამკობს და ანთიმოზ ივერიელის ტაძარს დაათვალიერებს.
დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, კობა კობალაძე, ისკო დასენი, ბიძინა გეგიძე, ოთარ კახიძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


