პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე რობერტ ფიცოს განცხადებაზე: ერთი ხელიდან არის კოორდინირებული ასეთი ტიპის პროცესები სხვადასხვა ქვეყანაში, ასეთი პირდაპირი კოორდინაცია არათუ ვერ გამოირიცხება, არამედ არის სრულიად ლოგიკური
ერთი ხელიდან არის კოორდინირებული ასეთი ტიპის პროცესები სხვადასხვა ქვეყანაში, ასეთი პირდაპირი კოორდინაცია არათუ ვერ გამოირიცხება, არამედ არის სრულიად ლოგიკური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ის ხშირად ციტირებდა რობერტ ფიცოს კონკრეტულ ვიდეომიმართვას, სადაც სლოვაკეთის პრემიერ -მინისტრი აღწერს ისეთ პროცესებს, რაც არის იდენტური იმისა, რაც ხდება დღეს საქართველოში.
„ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური, მე დეტალები არ ვიცი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. აბსოლუტურად ერთი ხელიდან არისკოორდინირებული ასეთი ტიპის პროცესები სხვადასხვა ქვეყანაში. მე ხშირად ვციტირებდი ხოლმე სლოვაკეთის პრემიერის, რობერტ ფიცოს კონკრეტულ ვიდეომიმართვას, სადაც ის აღწერს სლოვაკეთში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის ლიბერალური ფაშიზმის განვრცობას სლოვაკეთის ტერიტორიაზე. რასაც ის აღწერს თავის ათწუთიან მიმართვაში, არის აბსოლუტურად იდენტური იმისა, რაც ხდება დღეს საქართველოში.
შესაბამისად, ასეთი პირდაპირი კოორდინაცია არათუ ვერ გამოირიცხებ,არამედ არის სრულიად ლოგიკური, შესაბამისად, მე ეჭვს ვერ შევიტანდი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში“, - განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


