პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის წარმომადგენლებს მოუწოდებს, კონსტიტუციურ პროექტზე საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების სწორად ციტირება მოახდინონ
პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მოუწოდებს, კონსტიტუციურ პროექტთან მიმართებაში საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების სწორად ციტირება მოახდინონ.
ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელმაც დეპუტატებს გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშნები გააცნო.
„აქ საუბარი იყო საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებზე და სამწუხაროდ, არასწორად იქნა ციტირებული შესაბამისი დასკვნები.
საუბარი იყო ევროკავშირსა და ვენეციის კომისიაზე.
ევროკავშირის დასკვნას წაგიკითხავთ: ევროკავშირის წარმომადგენლობა იზიარებს ვენეციის კომისიის გუშინ გამოქვეყნებულ დასკვნას, რომელიც დადებითად აფასებს საკონსტიტუციო რეფორმას. ეს არის ევროკავშირის დასკვნა, რომელიც არასწორად იყო ციტირებული და საუბარია, ასევე, ვენეციის კომისიაზე. ამიტომ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ნდობა საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ, მნიშვნელოვანია, მათი დასკვნების სწორად ციტირება“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სამწუხარო პრაქტიკაა, როცა დეპუტატები კითხვებს სვამენ და პასუხებს ვერ იღებენ.
„სამწუხარო პრაქტიკა, როდესაც დეპუტატები სვამენ კითხვებს და ამ კითხვებზე ისინი ვერ იღებენ პასუხებს, მაგალითად, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დასვა კითხვა, ბატონმა გია გაჩეჩილაძემ, ბატონმა მამუკა მდინარაძემ და მათ კითხვებს პასუხები არ გაეცა, რაც, ბუნებრივია, არის სამწუხარო პრაქტიკა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


