უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 ივლისი, 2025 00:17
font-size

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - გინდა ციხეში იყვნენ, გინდა ციხის გარეთ, არც ერთი ფორმით ამ ადამიანებს არ აქვთ არავითარი წარმატების შანსი, ნურავინ გადააბრალებს პატიმრობას იმ სრულ პოლიტიკურ ფიასკოს, რომლის წინაშეც ისინი დადგნენ

არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ დაპატიმრებულ პოლიტიკოსებსაც, მათ შეუძლიათ, კენჭი იყარონ არჩევნებში და გადაამოწმონ ქართული საზოგადოების ნდობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმედი LIVE-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნურავინ ნუ გადააბრალებს პატიმრობას იმ სრულ პოლიტიკურ ფიასკოს, რომლის წინაშეც ისინი დადგნენ.

„არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს რჩებათ, გასაგებია, რომ კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა არის შეზღუდული პატიმრობის პირობებში, მაგრამ ზოგადად სპეკულაციები ამასთან დაკავშირებითაც იყო და ამიტომ ვაზუსტებ, არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ დაპატიმრებულ პოლიტიკოსებსაც. მათ შეუძლიათ, კენჭი იყარონ არჩევნებში და გადაამოწმონ ქართული საზოგადოების ნდობა. არის ხოლმე ასეთი პრაქტიკა, როდესაც ადამიანი ციხეში ზის, შეიძლება, თანაგრძნობა მის მიმართ გაიზარდოს, აბა გადაამოწმონ, ნახონ. თუმცა ნახეთ, როგორია თანაგრძნობა ამ პოლიტიკოსების მიმართ, 2000 კაცი ვერ გამოიყვანეს აქციაზე. 4 პარტია, 40 NGO და „დიფ სთეითი“, უცხოური ბიუროკრატია და ჩინოვნიკები, ყველა ერთად დაირაზმა და 2000 კაცზე მეტი ვერ შეკრიბეს რუსთაველის გამზირზე. ნული თანაგრძნობა, ამიტომ გინდა ციხეში იყვნენ, გინდა ციხის გარეთ, არც ერთი ფორმით ამ ადამიანებს არ აქვთ არავითარი წარმატების შანსი. ნურავინ ნუ გადააბრალებს პატიმრობას იმ სრულ პოლიტიკურ ფიასკოს, რომლის წინაშეც ისინი დადგნენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი