საზოგადოება
ირაკლი კობახიძე მოსამართლეებს პროფესიულ დღეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მოსამართლეებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
მთავრობის მეთაური სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების გარეშე წარმოუდგენელია.
„განსაკუთრებული პატივისცემით გილოცავთ პროფესიულ დღეს თითოეულ მოსამართლეს, ვინც მართლმსაჯულების სამსახურში დგახართ და უზრუნველყოფთ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. სამართლიანობა და კანონის უზენაესობა ჩვენი საზოგადოების ქვაკუთხედია; სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება წარმოუდგენელია ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების გარეშე.
ჩვენმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სასამართლოს გაძლიერების მიმართულებით. გაიზარდა სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება, ამაღლდა მართლმსაჯულების ხარისხი. შედეგად, დღევანდელი სასამართლო სისტემა რადიკალურად განსხვავდება იმ ვითარებისგან, რაც წინა რეჟიმის დროს არსებობდა; მოქალაქეებისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება რეალურად ხელმისაწვდომ სიკეთედ იქცა. ეს პროგრესი, სისტემურ რეფორმებთან ერთად, თითოეული პრინციპული, სამართლიანი, მაღალკვალიფიციური და დამოუკიდებელი მოსამართლის დამსახურებაა, რომლებიც ყოველდღიურად იღებენ გადაწყვეტილებებს ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში.
სწორედ მოსამართლეა სასამართლოს დამოუკიდებლობის მთავარი ღერძი, ის საყრდენი, რომელზეც მართლმსაჯულების სისტემა დგას. თქვენი ყოველდღიური საქმიანობა, თითოეული სამართლიანი გადაწყვეტილება ქმნის იმ ნდობას, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობისთვის.
მჯერა, თქვენი ძალისხმევით ჩვენი სასამართლო სისტემა კიდევ უფრო გაძლიერდება. მადლობას გიხდით პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისთვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


