პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე- „მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტი გახდა ყველაზე ვრცელი მსჯელობის საგანი, რაც კი გვქონია ბოლო თვეების განმავლობაში“
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მაუწყებლობის შესახებ კანონის განხილვისას ორ საკითხს ვეტო დაედო. ერთი შესყიდვების საკითხს, მეორე კი კომერციულ რეკლამას ეხება.
„ეს კანონპროექტი გახდა ყველაზე ვრცელი მსჯელობის საგანი, რაც კი გვქონია ბოლო თვეების განმავლობაში. ჩამოყალიბდა გარკვეული პოზიცია. პირვენდელისგან ბევრად განსხვავდებოდა ის კანონპროექტი, რომელიც იქნა მიღებული. დარჩა ორი საკითხი, რომელსაც ვეტო დაედო.პირველი, ეს არის შესყიდვების საკითხი. აღმოჩნდა რომ ამ ცვლილებას პრინციპულად ყველა ვეთანხმებით და საუბარი იყო იმაზე, რომ იგი სხვა სფეროებზეც უნდა გავრცელდეს.“-აღნიშნა კობახიძემ.
რაც შეეხება კომერციული რეკლამის საკითხს, სადაც საუბარია 2 პროცენტიან წილზე ბაზარში, მისი თქმით, ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე აქვთ იმის ვარაუდის საშუალება, რომ ეს 2% არვაის არ წაერთმევა, მით უმეტეს იმას , ვისაც ყველაზე მეტას სჭირდება.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებითვე, პოლიტიკუი თვალსაზრისით არ არის საინტერესო ის თუ რა სახით მიიღებენ ამ კანონპროექტს. ერთადერთი სახელმწიფოებრივი ინტერესი, რაც მათ აქვთ, არის ის, რომ არ უნდათ მილიონობით ლარი დავხარჯონ ნულოვან რეიტინგში.
„ამის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა ერთი წლის განმავლობაში. ამ ბრძოლას ახსნა აქვს, მაგრამ გამართლება არა. ახსნა აქვს პოლიტიკური და ვინც დგას ამ პოლიტიკური ინტერესების უკან გამოჩნდა იმ კონკრეტული ადმანების სახით, ვინც დატოვეს სხდომათა დარბაზი. ჩვენ მზად ვართ ეს გამოწვევა მივიღოთ, მაგრამ ამით ინტერესი არ დავაზარალოთ, ინტერესი რომ ათეულობით მილიონი დავხარჯოთ სოციალურ გავლენაში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მაუწყებლობის შესახებ კანონზე ირაკლი კობახიძე მედიის წარმომადგენლებს დღეს შეხვდა.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


