უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 მარტი, 2025 10:50
font-size

ირაკლი კობახიძე მაღაროელებზე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა არ დაკარგონ შემოსავალი, სამსახური, არ გაუარესდეს სოციალური მდგომარეობა, ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა გამოვავლინოთ, ზოგადად, სახელმწიფომ რომ წამოიღოს კერძო საწარმო, ეს პრინციპულად არასწორია

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა არ დაკარგონ შემოსავალი, სამსახური, არ გაუარესდეს სოციალური მდგომარეობა, ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა გამოვავლინოთ, დანარჩენი დეტალებზეა დამოკიდებული, ზოგადად, სახელმწიფომ რომ წამოიღოს კერძო საწარმო, ეს პრინციპულად არასწორია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ჭიათურაში მიმდინარე მაღაროელების პროტესტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოსთვის ნებისმიერი თანამოქალაქის ინტერესები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ხელისუფლება საკითხით მაქსიმალურად არის დაინტერესებული.

„ზოგადად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ნებისმიერი თანამოქალაქის, განსაკუთრებით, მშრომელი თანამოქალაქის ინტერესები. როდესაც კომპანიას გაკოტრებაზე აქვს შეტანილი სასამართლოში საქმე, გაკოტრება ნიშნავს იმას, რომ 3 000-ზე მეტი ადამიანი რჩება სამსახურის გარეშე, ეს არის ყველაზე უარყოფითი განვითარება იმ მოვლენებისა, რაც შეიძლება, რომ წარმოვიდგინოთ. ზოგადად, სახელმწიფომ რომ წამოიღოს კერძო საწარმო, ეს პრინციპულად არასწორია. არ ვიცი, იმედია, გამოსავალი გამოიძებნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მაქსიმალურად დაინტერესებულნი, რომ ვინც ამ მაღაროში შრომობდა, ყველას ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება. რთული საკითხია, აქ არის გლობალური პრობლემა, პროდუქციაზე ფასები არის სერიოზულად დაცემული, რის გამოც, რენტაბელურობა დაკარგა საწარმომ და ამ ფონზე, რამდენიმე თვის განმავლობაში, გასცემენ 60 %-იან ხელფასებს ისე, რომ რეალურად, მაღაროები აღარ მუშაობს. რთული ვითარებაა. რთულია, კერძო ბიზნესს მოსთხოვო საწარმოს მუშაობის გარეშე ხელფასების გადახდა. ამას აკეთებდნენ სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, თუმცა მუდმივად ამას ვერ გააგრძელებ. დღესაც გაიმართა შეკრება, ე.წ. სამმხრივი ფორმატი, სადაც განხილულ იქნა ეს საკითხი. დღეს მექნება ალბათ უკვე კომუნიკაცია, დავინტერესდები, რაზე იყო მსჯელობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა არ დაკარგონ შემოსავალი, სამსახური, არ გაუარესდეს სოციალური მდგომარეობა. ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა გამოვავლინოთ, დანარჩენი დეტალებზეა დამოკიდებული,“- განაცხადა პრემიერმა.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი