პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარ ანა გომეშს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტის წევრს, ანა გომეშს შეხვდა.
როგორც ევროპარლამენტარმა შეხვედრაზე აღნიშნა, მისი ვიზიტის მიზანი საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მხრივ, ქართული მხარის საჭიროებების გაცნობა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვაა.
მხარეებმა საქართველოს პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებასა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
„საინტერესო სამუშაო შეხვედრა იყო. შევთანხმდით, რომ ორმხრივი თანამშრომლობა და ჩვენი მზადება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის ინტენსიური იქნება. ასევე, ინტენსიური იქნება გაცვლები კომიტეტებს შორის და პარტიულ ჯგუფებს შორის. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს პარლამენტის აპარატსა და ევროპარლამენტის აპარატს შორის თანამშრომლობაზე, გამოცდილების გაზიარებასა და ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე, რაც საქართველოს ევროპულ მომავალს ეხება“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
შეხვედრას, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


