პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ბრიტანეთის პარტიათაშორის საპარლამენტო ჯგუფს შეხვდა
გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფი საქართველოში იმყოფება.
ვიზიტს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, საქართველო ძალიან ბევრ რამეს გააკეთებს იმისთვის, რომ ბრიტანელ პარტნიორებთან თანამშრომლობა გაღრმავდეს.
„ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს სტრატეგიული პარტნიორობას დიდ ბრიტანეთთან და დიდი სურვილი გვაქვს, კიდევ უფრო გარღმავდეს ეს პარტნიორობა როგორც ქვეყნებს შორის ზოგადად, ასევე, პარლამენტთაშორის დონეზე. ამ მიმართლებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება ჩვენი პარლამენტის მიერ“, - განაცხადა კობახიძემ.
თავის მხრივ, როგორც ბრიტანული დელეგაციის წარმომადგენელმა, ჯონათან ჯანოღლიმ აღნიშნა, ბრიტანული მხარე მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტს დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული მიზნების განხორციელებაში.
,,მოხარულები ვართ, რომ ჩვენი საპარლამენტო ჯგუფი არის პირველი, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო იყო. ჩვენ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ქართულ მხარეს ჩვენი ძლიერი თანადგომა იმ პრინციპების განხორციელებაში, რასაც დემოკრატიული მმართველობა ჰქვია’’, - განუცხადა ჟურნალისტებს ჯონათან ჯანოღლიმ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


