პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ბიუროს სხდომის მონაწილეებს: მთავარია 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის შინაარსობრივი განხილვა შევძლოთ
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმცირესობას და უმრავლესობას სთავაზობს, ვიდრე პლენარულ სხდომაზე იქნება გატანილი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის, მისი განხილვა ფრაქცია, უმცირესობა-უმრავლესობის ფორმატში შედგეს.
ამის შესახბ კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„ეს არის ჩვენი შემოთავაზება. ამასთან დაკავშირებით თქვენთან კონსულტაციებს გავაგრძელებ. თუ ეს ვარიანტი იქნება მისაღები, ხუთშაბათს ჩვენ გვექნება ბიუროს სხდომა და ბიუროს სხდომაზე შეგვიძლია საბოლოდ წარმოვადგინოთ ეს გრაფიკი და შეგვიძლია საბოლოოდ შევთანხმდეთ საბოლოო გრაფიკზე. კიდევ ერთხელ, მთავარია, რომ შინაარსობრივად ჩვენ შევძლოთ ბიუჯეტის პროექტის განხილვა. ჩვენ რომ არ გაგვეთვალისწინებინა პროცედურის ეს საფეხური, ანუ ფრაქცია, უმცირესობა-უმრავლესობა, ასეთ შემთხვევაში პირდაპირ გვიწევდა პლენარულ სხდომაზე გატანა და იქ პრაქტიკულად შეუძლებელია გამოთქმული შენიშვნების და მოსაზრებების ასახვა ბიუჯეტის პროექტში“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


