პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე აშშ-ში მიემგზავრება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 3-10 თებერვალს ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანთან, კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე ტედ პოსთან, თანათავმჯდომარე ჯერი კონოლისთან, წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარე პიტერ როსკამთან და წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ხელმძღვანელებთან გამართავს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება კონგრესისა და სენატის წევრებს, ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს. შეხვედრები გაიმართება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტ კენ ვოლაკთან, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტ დენიელ ტვინინგთან, „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) პრეზიდენტ უილიამ სვინისთან, ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტ დეიმონ ვილსონთან და აშშ-ს გერმანიის მარშალის ფონდის წამყვან ექსპერტებთან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე კარნეგის მშვიდობის ფონდის მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


