პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ყველა მხარეს დაბრკოლებების აღმოფხვრისკენ მოუწოდებს
ირაკლი კობახიძემ ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით,ყველა მხარეს მოუწოდა, აღმოფხვრან ნებისმიერი დაბრკოლება, რაც მშვიდობიანი მოქალაქეების წინაშე ჩადენილი ყველა დანაშაულის ობიექტურ გამოძიებას უშლის ხელს. ეს განცხადება კობახიძემ, დღეს კიშინიოვში, საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები“, განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან მუდმივი აგრესიის მიუხედავად, საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტის არცერთი ნაწილი არ დაუთმია და ყოველდღიურ რეჟიმში ეწინააღმდეგება რუსეთის შეტევას მის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე.
საქართველოს ტერიტორიების ფარული და მცოცავი ანექსიის პოლიტიკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში (სამხრეთ ოსეთში) ყოველდღიურად გრძელდება, ხოლო ეკლიანი მავთულხლართები, რომლებიც რუსმა სამხედროებმა აღმართეს ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შუაზე ჰყოფს არა მხოლოდ ქართველ და ოს მოსახელობას ერთმანეთისგან, არამედ შუაზე ჰყოფს სოფლებსა და ოჯახებსაც კი, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კობახიძემ ისიც აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ მზარდი მილიტარიზაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უდიდეს რისკებს შეიცავს არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებისათვის, არამედ რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობისათვის.
კობახიძის განცხადებით, სწორე ადამიანის უფლებების დარღვევებზე რუსეთის ცხადმა თუ ფარულმა თანხმობამ გამოიწვია საქართველოს მოქალაქეთა, მათ შორის, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალება.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


